„ლოკობრენდი“ სარეკლამო კომპანია „ლოკოკინას“ შვილობილი კომპანიაა, რომლის 15 წლიანი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური გუნდი ქმნის სარეკლამო პროდუქტს თქვენი იდეების განხორციელებისათვის. ჩვენი მიზანია, უმაღლეს დონეზე შესრულებული მცირე თუ მსხვილი პროექტებით ხელი შევუწყოთ თქვენი ბიზნესის განვითარებასა და წარმატებას. ჩვენი პრიორიტეტი კმაყოფილი მომხმარებელია. „ლოკობრენდის“ პროფესიონალთა გუნდი ამაყობს მომხმარებელთა უკუკავშირით თითოეულ შესრულებულ პროექტზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

სარეკლამო სფეროში 15 წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი გთავაზობთ სრულ სარეკლამო მომსახურებას თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის.

  • დიზაინი,
  • დაგეგმარება,
  • აბრები,
  • მოცულობითი და ბრტყელი ასოები,
  • გარე რეკლამა (მანათობელი ყუთები და ასოები, აბრები),
  • შენობების ფასადების გაფორმება/შეფუთვა,
  • სატელევიზიო სტუდიების მოწყობა,
  • სტელები,
  • რკინის კონსტრუქციები,
  • ექსკლუზიური ავეჯის დამზადება,
  • მარკეტების გაფორმება,
  • სავაჭრო ჯიხურების დიზაინის შექმნა და მონტაჟი,
  • ავტო ბრენდირება,
  • დოლურები.